Saturday, November 10, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება-დავით კლდიაშვილის იმერეთი
პროექტის ხელმძღვანელი- ნონა კიკაბიძე
სკოლა-სმადის საჯარო
კლასი-XII
პროექტის ხალნგრძლივობა - ორი კვირა
პროექტის მთავარი იდეა- დ.კლდიაშვილის 150-ე წლისთავის  აღნიშვნა
პროექტის მიზნები- პროექტის მიზანია,მოსწავლეებმა იზეიმონ დავით კლდიაშვილის 150-ე საიუბილეო წელი,ღონისძიების ფარგლებში კი მოსწავლეებმა განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები,კერძოდ,გაეცნონ დიდი შემოქმედის ცხოვრებასა და მოღვაწეობას უფრო მეტი გაიგონ მწერლის ცხოვრების შესახებ.გამოუმუშავდეთ კვლევისა და დაკვირვების უნარი.დამოუკიდებლად მოაწყონ ნაშრომების პრეზენტაცია და შეძლონ ამომწურავად გაიცნონ კლდიაშვილის იმერეთი.შესწავლილი და ნანახი კი წერილობით და სტენდის სახით წარუდგინონ სკოლაში თანატოლებს. ღონისძიების ფარგლებში მოაწყონ გასვლითი ექსკურსია მწერლის სახლთ-მუზეუმში სოფ. სიმონეთში და აქვე გამართონ ლიტერატურული საღამო დ.კლდიაშვილის შემოქმედების ირგვლივ.ასევე უყურონ ფილმს ''სამანიშვილის დედინაცვალი'', რომელიც ცხადად და ნათლად ასახავს მწერლის დროინდელი იმერელის აზნაურების ყოფა-ცხოვრებას
მოსალოდნელი შედეგები- მოსწალვეები დეტალურად გაეცნობიან და შეისწავლიან ცნობილი მწერლის დ.კლდიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. განუვუთარდებათ კვლევის უნარი.
ი.ს.ტ-ს პრაქტიკული გამოყენების მეთოდები-მოძიებულ მასალასა და ნანახ სინამდვილეს გაუზიარებენ თანატოლებს
პროექტის რესურსი- 1) მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურა ''ქართველი მწერლები სკოლაში'' ; ''დავით კლდიაშვილის შემოქმედება ტომი I'' 2)ინტერნეტ რესურსები  www.google.ge  www.literatura.ge
 პროექტის მსვლელობა- ძირითადი აქტივობები : მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად თოთოეულ ჯგუფს მიეცემა ინდივიდუალური დავალება ბარათების სახით, ა) მწერლის შესახებ არსებული მასალის შეგროვება ბ) ექსკურსიაზე მიღებული შთაბეჭდილებების წერილობით გადმოცემა და საილუსტრაციო სტენდის განთავსება სკოლაში ; გ)ჩანახატი თემაზე ''კლდიაშვილის იუმორი ''
 პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ნახავენ კლდიაშვილის ნაწარმოებზე შექმნილ ფილმს ''სამანიშვილის დედინაცვალი''  რის შემდეგაც მოეწყობა დებატები და ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი აზრისა და მოსაზრებების გამოცემის შესახებ.რამდენიმე მოსწავლე დაწვრილებით გადმოცემს მწერლის ბიოგრაფიას და მის დამოკიდებულებას იმერეთის ყოფისადმი.ფართო აუდიტორიას წარუდგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

პროექტის შესრულების ვადა- 15-30 ნოემბერი
 კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,კერძოდ,ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი XII კალსი
პროექტის ხელ-ის ელ.ფოსტა : kikabidzenona@gmail.com